გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა
გენერალური პროკურორობის კანდიდატი გიორგი გვარაკიძე პროკურატურის შემდგომ განვითარებაზე საკუთარ ხედვებს ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარადგენს.
მისი განცხადებით, პროკურორების მიერ დისკრეციული უფლებისა და არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება უნდა გაფართოვდეს. პროკურორობის კანდიდატმა დანაშაულთან პროკურატურის ეფექტურ მუშაობაზე და უწყების გამჭვირვალობაზე ისაუბრა. მას შეკითხვები დეპუტატებმა დაუსვეს და მისი ხედვები შეაფასეს.