გენერალური პროკურორის ბრიფინგი
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე – აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების ფაქტებზე, ოპოზიციის ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე გაავრცელა. პროკურატურამ ბრალდება მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წარუდგინა.
ანა ბროლაძის ჩართვა დეტალებით #მოამბე