გენერალური პროკურორის არჩევის წესი

პარლამენტი მნიშვნელოვანი კენჭისყრისთვის ემზადება.

ხვალ საღამოს, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით გადის. თუ პროექტი საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 დეპუტატის ხმას მიიღებს, ქვეყანაში გენერალური პროკურორის არჩევის წესი დროებით შეიცვლება. კერძოდ, გაიზრდება კვორუმი და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს 76-ის ნაცვლად 90 ხმით აირჩევს. ეს მოთხოვნა თავის დროზე შარლ მიშელის შეთანხმებაშიც იყო გათვალისწინებული. მმართველი პარტია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს შინაარსობრივად გაუმართავად მიიჩნევს, თუმცა დათმობაზე მიდის და კომპრომისის მთავარ მიზეზად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზანს ასახელებს. ახლა მთავარი კითხვაა, დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს ცვლილებას, რომელსაც თავის დროზე ეთანხმებოდა.

მანანა დევაძემ მოისმინა ყველა მხარის პოზიცია.