გენერალური პროკურორის ანგარიში პარლამენტში 

21:17, 24.06.2026

რეზონანსული საქმეების გამოძიება და ოპონენტების მწვავე კითხვები – პარლამენტში დღეს გენერალურ პროკურორს მოუსმინეს.

გიორგი გვარაკიძემ დეპუტატებს ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. ამ თანამდებობაზე გასული წლის მაისში დამტკიცებული გვარაკიძე პირველი გენერალური პროკურორია, რომელიც ანგარიშის გასაცნობად საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ტრიბუნასთან მას არაერთ გახმაურებულ საქმეზე მოუხდა საუბარი – მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებზე და იმ კორუფციულ სქემებზე, რომლებშიც ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. კითხები დაისვა წითელი ცირკულარით ძებნილ პირებზე და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამოძიებაზე, ასევე გორში ცოტა ხნის წინ პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტის ძიებაზე. ოპონენტები ასევე დაინტერესდნენ, იკვეთება თუ არა ბოლო დროს აღძრული საქმეების გათვალისწინებით სისტემური კორუფციის ნიშნები. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმართვა უწყების პრიორიტეტებს შორის დასახელდა.

მსგავსი