არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურა გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე. ექსპერიმენტის ფარგლებში კი, რომელიც უწყების განცხადებით საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა, გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა. ჩატარებულია რვაასამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ოთხასამდე ფიზიკური პირი კი გამოკითხულია და პროცესი გრძელდება.
რა შეფასებები მოჰყვა პროკურატურის შუალედურ დასკვნას პოლიტიკურ წრეებში – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.