გენერალური პროკურატურის განცხადება

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც ტელეკომპანიას დიდი ზიანი მიადგა.

ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, დღეს 7 საათზე, ნიკა გვარამია დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ბრალის წარდგენის შემდეგ კი, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

რას აცხადებენ პროკურატურაში და როგორია თავად „რუსთავი 2“-ის ყოფილი და ახლანდელი გენ-დირექტორების პოზიციები, – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.