გენერალური პროკურატურის განცხადება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას საქართაველოს პროკურატურა გააგრძელებს. ამის შესახებ უწყებამ ოფიციალური განცხადება ოჯახთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახს და ადვოკატს საქმის დეტალები გააცნეს. მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.