გენერალური დებატები გაერო-ში

მსოფლიო პანდემია და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყო მთავარი თემები, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ისაუბრა.

გიორგი გახარიამ აქცენტები გააკეთა კონკრეტულ ინციდენტებზე, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებებზე და მკვლელობებზე და განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის გარდა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა გამოწვევის წინაშე, რაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.

როგორ აფასებენ პრემიერის გამოსვლას გაეროში, ნათია ქენქაძე გაგვაცნობს პოლიტიკოსთა განცხადებებს.