გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილი წარადგინეს
 გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილი წარადგინეს, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა. გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა უკვე დაიწყება საპარლამენტო პროცედურები გენერალური პროკურორის ასარჩევად. გაბიტაშვილმა აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც შესაბამისად გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს.