გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად. საკადრო ცვლილებები გრძელდება. თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილი წარადგინეს. ახლა უკვე დაიწყება საპარლამენტო პროცედურები გენერალური პროკურორის ასარჩევად. გაბიტაშვილმა აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ხოლო გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც შესაბამისად გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს.