„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა. როგორც ირკვევა, ჰამიდე სოლეიმანი აფშარს და მის ქალიშვილს, აშშ-ში მუდმივი ბინადრობის სტატუსი, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეუწყვიტა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რუბიომ აღნიშნა, რომ ორივე ქალი ამჟამად აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს ჰყავს დაკავებული. შეგახსენებთ, გენერალი სოლეიმანი 2020 წელს ერაყში, აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. ოპერაცია მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში „ირანის რევოლუციური გვარდიის“ გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს