გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლეს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა. ჭანტურიას ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ ამ ცხრა თვის განმავლობაში გიორგი ჭანტურიას ბრალეულობა ვერ დაადასტურა, რის შედეგადაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საპატიმრო დატოვა.
მოკლული გენერლის, სამსონ ქუთათელაძის ვაჟი, ბესო ქუთათელაძე კი დარწმუნებულია, რომ გიორგი ჭანტურია დამნაშავეა და იმედოვნებს, რომ მას გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება, სასამართლო განხილვები ჯერ დასრულებული არ არის.