გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

რუსთავის სასამართლომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა მოკლულის შვილი. ბესო ქუთათელაძე აცხადებს, რომ ჭანტურიას გარდა, მამამისს დაპირისპირება არავისთან ქონია.

გასული სამი სხდომისგან განსხვავებით, დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული ჭანტურიაც დაესწრო. პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით 6 ნოემბრამდე გადაიდო.

რუსუდან ლოლაძე დეტალებით.