გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღე

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და თავმჯდომარემ გმირთა მოედანზე ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხიდზე დაიღუპა, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. ის სოხუმის 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელი იყო. ბრიგადა, რომელიც 5 000 მოხალისეს აერთიანებდა, მან საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა. გენო ადამია მაშინ მოკლეს, როდესაც უკან, სოხუმში შესვლას ცდილობდა. ის თბილისის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.