გენერალ კვინიტაძეს 26 მაისს საქართველოში დაკრძალავენ

21:58, 20.05.2021

მზადება ისტორიული ცერემონიისთვის. გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამშობლოში ბრუნდება.

ქართველი გენერლის ცხედარს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ და 26 მაისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. გამორჩეული მთავარსარდალი, 1918-21 წლებში ჩატარებული არაერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციის მეთაური და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სამშობლოდან განდევნილი გმირი, 1970 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, სადაც ის 1922 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა. საფრანგეთიდან მისი პირადი ხელნაწერების ჩამოტანაც იგეგმება.

მსგავსი