გენდერული სტატისტიკის საერთაშორისო ფორუმი

საქართველო გენდერული სტატისტიკის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაში, 30-მდე ქვეყნისა და 17 საერთაშორისო ორგანიზაციის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. ფორუმის მთავარი დევიზია „ცვლილებების მართვა გენდერული სტატისტიკის საშუალებით: გზა თანასწორობისკენ“. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ, ძალადობისა და სტერეოტიპების დაძლევის საკითხს.