გენდერული ბალანსის დაცვა ბიზნესსფეროში -კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და "სიდას" ორგანიზებით

ბიზნესსექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ განცხადებას წამყვანი ბიზნეს-კომპანიები უერთდებიან. კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა   და “სიდას” მიერაა ორგანიზებული. მისი მიზანი, ბიზნესსფეროში გენდერული ბალანსის დაცვა და ქალთა როლის გაძლიერებაა.

ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს გასულ წელს 7-მა კომპანიამ მოაწერა ხელი. დღევანდელ ღონისძიებაზე კი, მათ რიცხვს კიდევ 5 კერძო კომპანია შეემატა, დღეიდან ისინი აქტიურად იმუშავებენ თავიანთ სამუშაო სივრცეში არადისკრიმინაციული მიდგომებისა და გენდერულ თანასწორობისათვის.

დოკუმენტზე ხელმოწერა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.