„გემოფესტი“ სვანეთში

13:02, 22.02.2026

სვანეთში „გემო ფესტი“ გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყველაზე გემრიელი ფესტივალი სეტის მოედანზე იმართება. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები. ღონისძიებაში 15 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობს. მოწყობილია კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე, ფესტივალს კი მუსიკალურად ქართული ბენდები აფორმებენ.

მსგავსი