„გემოფესტი“ გრძელდება – ყველაზე გემრიელ ფესტივალს ამჯერად ორი დღის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთი მასპინძლობს. ფესტივალი ბორჯომის პარკში მიმდინარეობს. ადგილობრივებსა და სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები. ტრადიციულად, ჩატარდება კონცერტიც.
ნათია ქენქაძე მუშაობს ბორჯომში და პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.