ტრადიციული კერძები და მათი დამზადების წესები – გემოფესტს ამჯერად რაჭა მასპინძლობს.
15-მდე ადგილობრივი მზარეული საკუთარ შესაძლებლობებს ამბროლაურის სანაპიროზე წარმოაჩენს. ფესტივალის სტუმრები რაჭის ცნობილ და ნაკლებად ცნობილ კერძებს და მათ თანამედროვე ვერსიებსაც დააგემოვნებენ. კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობები, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები და მუსიკალური ღონისძიებები – სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით დაფუძნებული ფესტივალი ვიზიტორებს ყოველ წელს მრავალფეროვანი პროგრამას სთავაზობს.