გემოფესტი რაჭაში - მზადება ფესტივალისთვის  

გურიის შემდეგ ყველაზე გემრიელი ფესტივალი რაჭაში ინაცვლებს.

გემოფესტი 2025 ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს მასპინძლობისთვის ამჯერად ამბროლაურში ელოდება. ფესტივალის სტუმრების გაკვირვებას ორგანიზატორები ამჯერად ადგილობრივი იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძებით და უნიკალური რაჭული ღვინოებით შეეცდებიან. ტრადიციული ფესტივალის მიზანი მსოფლიოში გამორჩეული ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის ხელშეწყობაა.