გემოფესტი რაჭაში

გემოფესტი მიმდინარეობს რაჭაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი ამბროლაურში ახალ სანაპიროზე მასპინძლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს.

გემოფესტი პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ გემოფესტში 15-მდე ადგილობრივი მზარეული იღებს მონაწილეობას. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება აქვთ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ. ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე მოწყობილია კვების სივრცე, ასევე სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. გემოფესტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურადაც გაფორმდება.