გემოფესტის დასასრულს უახლოვდება. ქუთაისი ყველაზე გემრიელ ფესტივალს სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერთან სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ტრადიციული კერძების მოდერნიზებული ვერსიები დააგემოვნოს და საბავშვო გასართობ ღონისძიებებში ჩაერთოს. ადგილობრივმა მზარეულებმა გასულ დღეებში უკვე ასობით სტუმარს უმასპინძლეს. ნათია ქენქაძე კულინარიული ფესტივალის დეტალებით ქუთაისიდან.