გემოფესტი ქუთაისში

გემოფესტის დასკვნითი დღე ქუთაისში. კულინარიული ფესტივალი დაარსებიდან პირველად, სამდღიანია. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერთან ყველა სტუმარს დღესაც ექნება შესაძლებლობა ტრადიციული კერძების მოდერნიზებული ვერსიები დააგემოვნოს და საბავშვო გასართობ ღონისძიებებში ჩაერთოს. ადგილობრივი მზარეულები, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობენ, ამბობენ, რომ გემოფესტმა მათი მოლოდინები წელსაც გაამართლა და გასულ დღეებში უკვე ასობით სტუმარს უმასპინძლეს.