ქუთაისში ყველაზე გემრიელი ფესტივალი გრძელდება – „გემოფესტი“ წელს პირველად სამდღიანია. რეკორდულია მონაწილეების რაოდენობაც, როგორც კვებით, ასევე სამეწარმეო სივრცეში 50-მდე ობიექტია ჩართული. 16 მზარეული კი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს ტრადიციული იმერული კერძების მოდერნიზებულ ვერსიებს სთავაზობს. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება და ხვალ დასრულდება.