„გემოფესტი“ ქუთაისში

ქუთაისი „გემოფესტს“ მასპინძლობს. წელს პირველად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული კულინარიული ფესტივალი სამდღიანია. რეკორდულია მონაწილეების რაოდენობაც, როგორც კვებით, ასევე სამეწარმეო სივრცეში 50-მდე ობიექტია ჩართული. 16 მზარეული კი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს ტრადიციული იმერული კერძების მოდერნიზებულ ვერსიებს სთავაზობს.

ნათია ქენქაძე მუშაობს ქუთაისში და ფესტივალის შესახებ ისაუბრებს.