13, 14 და 15 ივნისს ქუთაისი „გემოფესტს“ მასპინძლობს. გასტრონომიული ღონისძიება ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერთან იმართება. 16 მონაწილე წარმოადგენს როგორც ტრადიციულ, ასევე იშვიათ და ნაკლებად ცნობილ იმერულ კერძებს, რომლებიც მოდერნიზებული ფორმით საგანგებოდ „გემოფესტისთვის“ შეიქმნა.
გარდა მზარეულებისა, ფესტივალში ღვინისა და სამეწარმეო ობიექტებიც მონაწილეობენ. საღამოს კი ქართველი შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმე ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გააქტიურება.