„გემოფესტი“ მესტიაში

21:50, 22.02.2026

უკვე მეორე დღეა სვანეთი „გემოფესტს“ მასპინძლობს. ყველაზე გემრიელი ფესტივალის სტუმრები მესტიაში სეტის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც 15 ადგილობრივ მეწარმეს ტრადიციულთან ერთად, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კულინარიის ნიმუშები ჰქონდათ წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კულინარიული ფესტივალი მესტიაში უკვე მესამედ იმართება და ყოველწლიურად უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი და ადგილობრივი მოგზაური ესწრება.

რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალები ზამთრის კურორტებზე და როგორ აისახება ტურისტული ნაკადების ზრდაზე, –  ნათია ქენქაძე სტუმრებთან ერთად  შეაჯამებს ფესტივალის დასკვნით დღეს.

მსგავსი