„გემოფესტი“ გურიაში
გურიაში „გემოფესტი“ გრძელდება. ფესტივალი შეკვეთილში, „მუსიკოსთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. კულინარიული დღესასწაული გურიაში უკვე მეორედ იმართება. 16 ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები სტუმრებს ტრადიციული, იშვიათი და გამორჩეული გურული კერძებითა და ღვინით უმასპინძლდებიან. გასტრონომიულ სივრცეებთან ერთად, ადგილზე მოწყობილია გასართობი სივრცეები, სტუმრების განწყობაზე კი მუსიკოსები ზრუნავენ. ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა.