„გემოფესტი“ გურიაში

12:18, 02.08.2026

დიდი ხნის მივიწყებული გურული გემოები „გემოფესტზე“ გაცოცხლდა. ყველაზე გემრიელი ფესტივალი შეკვეთილში, მუსიკოსების პარკის მიმდებარედ მიმდინარეობს. „გემოფესტი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო და რეგიონული სამზარეულოს პოპულარიზაციას, ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და კვების პავილიონები, დესერტების სივრცე, ჩაის პავილიონი, აგროზონა, საბავშვო ზონა, ასევე გრილისა და ბარის სივრცეები. მუსიკალურ პროგრამას კი დიჯეები და ბენდები უძღვებიან.

 

მსგავსი