„გემოფესტი“ გურიაში

21:36, 01.08.2026

გურია „გემოფესტს“ მასპინძლობს. ყველაზე გემრიელი ფესტივალი შეკვეთილში, „მუსიკოსთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება. კულინარიული დღესასწაული გურიაში უკვე მეორედ იმართება. გასტრონომიულ სივრცეებთან ერთად, სტუმრებისთვის მუსიკალური პროგრამა და სხვადასხვა გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. მასშტაბური ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა.

მსგავსი