სვანეთი „გემოფესტი 2026“-ს მასპინძლობს

21:50, 21.02.2026

სვანეთი ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს. „გემოფესტი“ მესტიაში სეტის მოედანზე სტუმრებს ორი დღის განმავლობაში დაელოდება. დღეს 15 ადგილობრივ მეწარმეს ტრადიციულთან ერთად, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კულინარიის ნიმუშები ჰქონდათ წარმოდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კულინარიული ფესტივალი მესტიაში უკვე მესამედ იმართება და მასში ყოველწლიურად უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი და ადგილობრივი მოგზაური მონაწილეობს.

ნათია ქენქაძე და გიორგი პაჭიკაშვილი სვანეთიდან.

მსგავსი