„გემოფესტი 2026“ აჭარაში

21:40, 06.09.2026

ტრადიციული აჭარული კერძები უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, რეგიონის კულინარია ყველასთვის ცნობილი კერძების გარდა, უამრავ ნაკლებად ცნობილ კულინარიულ შედევრებს მოიცავს.
სწორედ ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის უცხოელი ვიზიტორებისთვის გაცნობაა „გემოფესტის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

კულინარიული ფესტივალი წელს ბათუმში პირველად ჩატარდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი მოწონება დაიმსახურა. ბათუმის ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან 16-მა კომპანიამ, სამეწარმეო მარკეტები, ღვინის პავილიონები, დესერტების სივრცე, გრილისა და ბარის ზონები მოაწყო.

„გემოფესტი 2026“ დღეს სწორედ ბათუმში დაიხურება – ნათია ქენქაძეა იმ იღბლიანთა შორის, რომლებიც წელს „გემოფესტს“ ბათუმში ესწრებიან.

 

მსგავსი