გემოფესტი 2025 გურიაში

12:25, 24.08.2025

პირველად გურიაში, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, გემოფესტი – გასტრონომიული და კულტურული ღონისძიება, მიმდინარეობს. ის გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. ცამეტი ადგილობრივი მეწარმე, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის გადამზადდა, ვიზიტორებს გურულ გემოებს სთავაზობს. გემოფესტის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა, რომლის ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ  ღონისძიებები ხელს უწყობს რეგიონის ტურისტულ განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციას და ქართული სამზარეულოს უკეთ წარმოჩენას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. ღონისძიებას თან ახლავს მუსიკალური პროგრამა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა.

მსგავსი