გემოფესტი 2025

რაჭაში გემოფესტი დასრულდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი 29–30 აგვისტოს ამბროლაურში ახალ სანაპიროზე მასპინძლობდა როგორც ქართველ ისე უცხოელ ვიზიტორებს.

გემოფესტი პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ გემოფესტში 15-მდე ადგილობრივი მზარეული იღებდა მონაწილეობას. გემოფესტის პარალელურად აგვისტოს დღეები განსაკუთრებულად დატვირთული იყო საოჯახო სასტუმროებისთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გემოფესტის მთავარი მიზანიც ის არის, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივი კულინარიის პოპულარიზაციას და ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას. გასტრონომიული ფესტივალის შემდეგი ლოკაცია სამცხე-ჯავახეთი იქნება.