„გემო ფესტის“ სამზადისი აჭარაში

21:42, 03.09.2026

კულინარიის ზეიმი და უიშვიათესი კერძები: აჭარაში „გემო ფესტისთვის“ პირველად ემზადებიან. 5 და 6 სექტემბერს, ბათუმში, რეგიონის უძველესი ტრადიციები და ადათ-წესები გაცოცხლდება – სტუმრები დააგემოვნებენ კერძებს, რომლებიც ფესტივალის მონაწილეთა წინაპრების და თაობიდან თაობისთვის გადაცემული რეცეპტებითაა დამზადებული. შენარჩუნებული იქნება ძველი გემოები, იქნება თანამედროვე მიგნებებიც. საფესტივალო პროგრამა სამეწარმეო გამოფენებს, გასართობ და შემეცნებით აქტივობებსაც მოიცავს. ქვეყნის სხვადასხვა მხარის სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის დაწყებული ტრადიცია ამჯერად აჭარაში გაგრძელდება.

მსგავსი