„გემო ფესტი“ იმერეთში

ცნობილი იმერული კერძების თანამედროვე ვერსიები – ქუთაისი გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს.

ტრადიციად ქცეული „გემო ფესტი“ გაიხსნა. გასტროტურიზმის ხელშესაწყობად და სხვადასხვა მხარის სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი ღონისძიება წელსაც ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ეწყობა, სადაც სტუმრებს იმერული ტრადიციული და ნაკლებად ცნობილი კერძების დაგემოვნების საშუალება აქვთ.