„გემო ფესტი“ იმერეთში

13, 14 და 15 ივნისს ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობს.

გასტრონომიული ღონისძიება ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერთან იმართება. 16 მონაწილე წარმოადგენს როგორც ტრადიციულ, ასევე იშვიათ და ნაკლებად ცნობილ იმერულ კერძებს, რომლებიც მოდერნიზებული ფორმით საგანგებოდ „გემო ფესტისთვის“ შეიქმნა. გარდა მზარეულებისა, ფესტივალში ღვინის და სამეწარმეო ობიექტებიც მონაწილეობენ. საღამოს კი ქართველი შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმე ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გააქტიურება.