„გემო ფესტი 2025“ სამცხე-ჯავახეთში
„გემო ფესტი 2025“ სამცხე-ჯავახეთში „გემო ფესტი“ გრძელდება. ყველაზე გემრიელ ფესტივალს უკვე მეორე დღეა სამცხე-ჯავახეთი მასპინძლობს. გურმანების შეკრების ადგილი დღესაც ბორჯომის პარკია. ტერიტორიაზე მოწყობილია კვებისა და ღვინის ზონები, სამეწარმეო ბაზარი, გასართობი და ფოტო სივრცეები. ადგილობრივებსა და სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები. სამცხე-ჯავახეთი წლევანდელი გასტრონომიული მოგზაურობის ბოლო ადგილია. 2025 წლის „გემო ფესტი“ დღეს დასრულდება და გურმანებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.