„გემო ფესტი“ – 2025 გურიაში

12:32, 23.08.2025

გურია დღეს და ხვალ „გემო ფესტს“ მასპინძლობს. ბოლო სამუშაოები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, შეკვეთილში დაათვალიერეს. „გემო ფესტი“, რომელიც გურიაში პირველად ტარდება, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება. მასში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან 13 მზარეული მონაწილეობს. მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.

მსგავსი