„გემო ფესტი 2025“ გურიაში

გურიაში, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში,  „გემო ფესტი“ — გასტრონომიული და კულტურული ღონისძიება დასრულდა. იგი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცამეტი ადგილობრივი მეწარმე, რომლებიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის გადამზადდა, ვიზიტორებს გურულ გემოებს სთავაზობდა. „გემო ფესტის“ ორგანიზატორი გახლდათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მათი განცხადებით, ღონისძიებები ხელს უწყობს რეგიონის ტურისტულ განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციას და ქართული სამზარეულოს უკეთ წარმოჩენას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. ღონისძიებას თან ახლდა მუსიკალური პროგრამა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა. გურიის შემდეგ, ფესტივალი 29-30 აგვისტოს რაჭაში გაგრძელდება.