„გემო ფესტი 2025“ გურიაში

პირველად გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში „გემო ფესტი“ – გასტრონომიული და კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს. ცამეტი ადგილობრივი მეწარმე, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისათვის გადაამზადეს, ვიზიტორებს გურულ გემოებს სთავაზობს. პარალელურად იმართება გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. „გემო ფესტის“ ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.