გელათის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები

 გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები დღეს დასრულდა – ტაძრის გუმბათს ტენტი რამდენიმე წუთის წინ დაადგეს. ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრი. მთავარი ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები გერმანელმა კონსტრუქტორებმა ჩაატარეს. დროებითი გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩატარდება მანამდე არსებული გადახურვის მოხსნის სამუშაოები.