გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია
გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო პროცესს გაეცნო მაია ცქიტიშვილი.
სამუშაოები ორეტაპიანია: პირველი ეტაპი გუმბათის და ქვების რესტავრაციას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი კი, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სამლოცველოს გადახურვას, საძირკვლისა და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებას მოიცავს.
პროექტის ჯამური ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, 3 მილიონ ლარამდეა და ორივე კომპონენტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.