გელაშვილის ცემის საქმე

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეზე გამოაცხადა.

ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებაში ყოფილი პრეზიდენტი ზედა ინსტანციამაც დამნაშავედ ცნო. ეს არის საქმე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ.

2005 წლის ივლისში მომხდარი ინციდენტის ხელახალი ძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, 2014 წელს კი საქმე გახსნილად გამოცხადდა.

ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელმაც სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი ჩინოვნიკების მამხილებელი ჩვენება მისცა.