გელა კვაშილავას განცხადება

მართვის მოწმობები მოპედებისთვის და სავალდებულო რეგისტრაცია –  ამ საკითხებს გაერო-ს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წევრი, გელა კვაშილავა ეხმაურება. კვაშილავას განცხადებით, კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, მოპედის მძღოლი გაივლის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდას. გელა კვაშილავა აცხადებს, რომ მოპედებთან დაკავშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები სწორედ მძღოლების გამოუცდელობის გამო ხდება.

მოამბე