გელა ხასაიას ადმინისტრაციული საქმის განიხილვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას ადმინისტრაციული საქმე განიხილეს. დაიკითხა ერთი სამართალდამცველი. მოწმემ ხასაიას მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 დეკემბერს, „დროას“ ოფისთან ნიკა გვარამიას დაკავებაში ხელს უშლიდა და პოლიციას არ ემორჩილებოდა. თავად ხასაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას უარყოფს, მოწმეს ცრუ ჩვენებაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, დაკავებაში აღნიშნულ მოწმეს მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. პროცესი 21 თებერვლისთვის გადაიდო.