გელა კანდელაკის ფილმის ჩვენება

„უბედურება“ – ასე ჰქვია გელა კანდელაკის ფილმს, რომლის ჩვენებაც საქართველოს ეროვნულ არქივში, გაიმართა. ეროვნული არქივის მიერ, აღდგენილი ხმითა და გამოსახულებით, ავტორმა ნამუშევარი მრავალი წლის შემდეგ პირველად ნახა. ფილმის ორიგინალი ფირი მოსკოვის ფილმსაცავში ინახებოდა და მისი ჩამოტანა საქართველოში ეროვნული კინოცენტრის პროექტის, „კინომემკვიდრეობის დაბრუნება“ ფარგლებში მოხდა. დაგეგმილია ფილმის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენებაც. სურათი დავით კლდიაშვილის იმავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი.