გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა გელა ჩარკვიანი. ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი. გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976-დან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984-დან 1992 წლამდე იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. 1980-იანი წლებსა და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. 1992-დან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. მოგვიანებით, ბრიტანეთში ელჩი. გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების, ასევე ღირსების ორდენებით.