საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩინეთში ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა, ყურადღება გაამახვილეს არსებულ თანამშრომლობაზე. გეკა გელაძემ მზადყოფნა გამოთქვა ყაზახ კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით არსებული პარტნიორობის გაფართოებისთვის. საუბარი ასევე შეეხო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ლიანი-უნგან-გში გაიმართა, სადაც გეკა გელაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში.